მთავარი

ფაკულტეტები

ბიბლიოთეკა 

სტრუქტურა  

საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის

ბიბლიოთეკა

 

          ბიბლიოთეკა განთავსებულია ინსტიტუტის სასწავლო კორპუსის I სართულზე    (ვაჟა ფშაველას გამზირი №44).

ბიბლიოთეკის საერთო ფართი შეადგენს - 83 მ2. სამკითხველო დარბაზის ფართი   - 60 მ2.  წიგნსაცავის ფართი   - 23 მ2.

ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდია  - 8327.   სამეცნიერო ჟურნალების რაოდენობა - 250

 უახლოეს პერიოდში შეძენილი სახელმძღვანელოების რაოდენობა შეადგენს - 1915  ცალს.

 ბიბლიოთეკის  წიგნსაცავი და სამკითხველო დარბაზი  აღჭურვილია  სათანადო ინვენტარით. საბიბლიოთეკო  პრინციპით მოწესრიგებულია კატალოგები, საინვენტარო წიგნი,   სარეგისტრაციო ჟურნალი და  მკითხველთა ბარათები.

            ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს კომპიუტერული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ელექტრონული კატალოგი, რომლის საშუალებითაც ხდება შესაბამისი მასალების ძიება ავტორების, დასახელების, აბონენტის მიხედვით. აქვე შესაძლებელია სხვადასხვა მასალების ელექტრონული ვერსიების ნახვა კონკრეტულ კომპაკ დისკებზე ჩაწერილი ელექტრონული წიგნების საშუალებით და ინტერნეტში მოძიება თანამედროვე საძიებო სისტემების გამოყენებით.

            საშტატო განრიგის შესაბამისად მუშაობს: ბიბლიოთეკის გამგე   და  ბიბლიოთეკარი

           ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა დილის 1000  საათიდან 1800      საათამდე.

ბიბლიოთეკა  განკუთვნილია ინსტიტუტის  სტუდენტთა, პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა მოხმარებისთვის. ბიბლიოთეკით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ბიბლიოთეკაში გაწევრიანების შემდეგ. გაწევრიანება ხდება სტუდენტობის პერიოდში ერთხელ. სტუდენტი, რომელიც გაწევრიანდება საბაკალავრო სწავლების პერიოდში, რჩება ბიბლიოთეკის წევრად უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამით სწავლის გაგრძელების შემთხვევაშიც. გაწევრიანება უფასოა. ამის შემდეგ სტუდენტი შეყვანილ იქნება საბიბლიოთეკო კომპიუტერში.

 

 
     

 

 

 
  საქართველო, თბილისი,     ვაჟა-ფშაველას 44.     ტელ: 39-18-03;     39-87-25.         ელ. ფოსტა: ge.econlawinst@yahoo.com                    www.sesi.edu.ge